?> 7 მითი ქალი მძღოლების შესახებ

7 მითი ქალი მძღოლების შესახებ

ვეცდები თქვენთან ერთად განვიხილო ეს მითები. ცოტა საკუთარ გამოცდილებასაც დავეყრდნობი.წინასწარ გაფრთხილებთ, რომ როცა ქალი წერს ქალ მძღოლებზე, ობიექტურობა შედარებითია.

steering-wheel-womenმითი 1. - ყველა ქალი მძღოლი მანქანის მართვის დროს პომადას ისვამს.

ეს მართლაც მითია; აბა სად გინახავთ რეალურად ქალი მძღოლი, რომელსაც სარკე თავისკენ აქვს მიტრიალებული და პომადის წასმით არის დაკავებული?!  ფრჩილების ლაკი – კი, ბატონო!!! თვითონაც წამისვამს საჭესთან! ნუ გაგიფართოვდათ თვალები, ეს მაშინ ხდება ხოლმე, როცა მანქანა ხურდება, ანუ – დაძვრამდე.

მითი 2. „ქალი მანქანაზე არ უნდა დასვა, ქალი უნდა იდგეს კუხნაში!“

რამდენი მამაკაცისგან გამიგონია ეს ფრაზა ხუმრობით, მაგრამ ამ ხუმრობას როგორი სევდანარევი ღიმილიახლავს, როგორი ფარული ოცნებები!

 

ჩემი პასუხი: რა ბედნიერებაა, რომ საუდის არაბეთში არ ვცხოვრობთ და ქალს საბედნიეროდ აქვს მანქანის მართვის უფლება. მაგრამ ვაღიარებ, რომ ზოგ ქალს საჭესთან, თავი მართლაც საკუთარი სახლის „კუხნაში“ გონია. სამწუხაროდ; (ისე, ბევრი კაცი მძღოლის შესახებაც შემიძლია იგივე ვთქვა, რა, არ მეთანხმებით?

მითი 3. ქალებს მოსწონთ პატარა, კომპაქტური, ეკონომიური და „ საყვარელი“ მანქანები. ქალის მანქანა არ უნდაcar-for-girls-4 იყოს სწრაფი და არ სჭირდება მძლავრი ძრავა.

არა, მაინც რატომ ფიქრობთ, რომ მაგალითად, ჩემი მანქანა აუცილებლად უნდა იყოს „საყვარელი“, „პაწკუა“,, „კუსკუსა“ და ა.შ? ეს მამაკაცებს უნდათ, რომ ცოლის მანქანამ ცოტა ბენზინი დახარჯოს და ეს მცდარი აზრებიც აქედან მოდის, თორემ რომელი ქალი იტყოდა უარს მძლავრ, სწრაფ, მასიურ მანქანაზე?! ან რომელი არ მიუჯდებოდა სპორტული კაბრიოლეტის საჭეს? უბრალოდ, ქალები ოჯახის ბიუჯეტზე ზრუნავენ და იმიტომ არჩევენ კომპაქტურ მანქანებს, თორემ…

მითი 4. ქალი სწრაფად ვერ ატარებს.

როგორ გეკადრებათ, წაიკითხეთ ჩემი წინა პოსტი თბილისელ ტაქსისტებზე. როცა დაგჭირდება ისე კარგად ატარებ სწრაფად, და ისე კარგად იღებ საჭირო გადაწყვეტილებებს რომ…

მითი 5. ქალმა მანქანა როგორ უნდა ატაროს ნორმალურად, როცა მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი აცვია!

აქ არის მარცვალი სიმართლისა, ოღონდა ფეხსაცმელში გავერკვიოთ: მე ვფიქრობ, რომ მანქანის ტარება მაღალძირიანი ფეხსაცმლით არის სახიფათო. ანუ – ე.წ. „პლატფორმებით“. (აბსოლიტურად ვერ გრძნობ პედლებს.)

თორემ მაღალქუსლიანებით მართვის მოწმობის ასაღებ გამოცდაზე გავედი. მეტსაც გეტყვით, ქალმა აუცილებლად უნდა იცოდეს, მაღალქუსლიანებით ტარება. შეიძლება მოხვდეს ექსტრემალურშემთხვევაში, და ე.წ. „შპილკებზე“ მოუწიოს საჭესთან ყოფნა.

 woman_drivingჩვეულებრივ კი, ყველა მოწესრიგებულ ქალს სალონში უნდა ჰქონდეს ე.წ. „მანქანის ფეხსაცმელი“. (როგორც მე მაქვს და სულ დაცინვის საგანია ხოლმე, თუმცა დიდად არ მადარდებს ასეთი შეფასებები.)

მითი 6. ქალი მანქანას იმიტომ ყიდულობს, რომ გაიპრანჭოს.

ჩემი ლაკონური პასუხი - და რატომაც არა?

მითი 7. ქალი მანქანას იმიტომ ყიდულობს, რომ ქმარს საქმე გაუჩინოს.

ჩემი ლაკონური პასუხი - და რატომაც არა? არ ჯობია, კვირადღეს ქმარმა ცოლის მანქანა წაიყვანოს ხელოსანთან, გასარეცხად, ვულკანიზაციაში, „ხადავიკს“ შეახედოს და ა.შ. ვიდრე, ძმაკაცებთან დალიოს?! თანაც, ნებისმიერ მამაკაცი, რომელიც ქალის მანქანას რაღაც პრობლემას მოუგვარებს, თავს ნამდვილ რაინდად გრძნობს. ქალი კი, ტკბება სუსტი სქესის ყველა უპირატესობით.

(ისე იშვიათია ხოლმე ასეთი წამები ჩვენს ცხოვრებაში) ახლა როგორ სიამოვნებთ მამაკაცებს ქალი მძღოლისთვის რაღაცის სწავლება?

ასე რომ, მანქანას რაღაც როლი ნამდვილად აქვს ოჯახური იდილიის შექმნაში…

გისურვებთ ბედნიერ მგზავრობას

წყარო:carblog.ge
.
გაუზიარეთ
BestService.ge